შემფასებელი კომისიის წინაშე წარდგნენ:
შალვა ღვამბერია თემით - „ადრექრისტიანული (I-III
საუკუნეების) ლიტურგიკული მსახურება“. ხელმძღვანელი: თეოლოგიის
მაგისტრი გიორგი მეტრეველი; რეცენზენტი: თეოლოგიის მაგისტრი ვახტანგ
ყოლბაია.
ლუკა სიმონაშვილი თემით - „დიდი მარხვის მსახურება ეგერიას
მოგზაურობის მიხედვით“. ხელმძღვანელი: თეოლოგიის მაგისტრი გიორგი
მეტრეველი; რეცენზენტი: თეოლოგიის მაგისტრი, პროტოდიაკონი მირიან
სხირტლაძე.
საბა ჯავახიშვილი თემით - „ორიგენეს სწავლება იესო ქრისტეს
განკაცების შესახებ“. ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი,
პროფესორი თეიმურაზ ბუაძე; რეცენზენტი: თეოლოგიის მაგისტრი, დეკანოზი
გიორგი ფირცხელანი.
სხდომას თავმჯდომარეობდა თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი
გიორგი ვაშალომიძე. საბაკალავრო ნაშრომების შემფასებელი
კომისიის წევრებმა - თეოლოგიის დოქტორი, არქიდიაკონი დემეტრე
(დავითაშვილი), თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი,
თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ბიძინა გუნია, თეოლოგიის
მაგისტრი, მღვდელი გიორგი ჯანჯღავა - დადებითად შეაფასეს
სტუდენტების ნაშრომები და თითოეულ მათგანს ერთხმად მიენიჭა თეოლოგიის
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ: თსასის პრორექტორი
სამეცნიერო დარგში, თეოლოგიის დოქტორი რატი სტურუა, ისტორიის
დოქტორი დურმიშხან ლაშხი, სხვა პედაგოგები და
სტუდენტები.



