საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

2025 წლის 24 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს სემინარიის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტების სტუდენტებმა.
სემინარიის ფაკულტეტიდან  შემფასებელი კომისიის წინაშე  წარდგნენ შემდეგი სტუდენტები:
გიორგი თორთლაძე  თემით - „სწავლება მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით“ ( ხელმძღვანელი: თეოლოგიის მაგისტრი გიორგი მეტრეველი; რეცენზენტი  - თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი,  დეკანოზი ბიძინა გუნია);
ბაკურ თირქია თემით - „საქმისა და რწმენის ურთიერთმიმართება წმინდა იაკობისა და წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეების მიხედვით“ (ხელმძღვანელი: თეოლოგიის მაგისტრი რევაზ მუჯირიშვილი; რეცენზენტი: თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, დეკანოზი მიქაელ გალდავა);
გაბრიელ ნავროზაშვილი თემით - „წმინდა წინასწარმეტყველები ელია და ენუქი და მათი მოღვაწეობა ჟამთა აღსასრულის წინ“  (ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია; რეცენზენტი: თეოლოგიის მაგისტრი დავით მუჯირიშვილი);
გიორგი ლორთქიფანიძე თემით - „ეგვიპტეში აღსრულებული ათი სასჯელის საეკლესიო ეგზეგეტიკა“ (ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია; რეცენზენტი:  თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი სვიმეონ დათუკიშვილი).
სხდომას უძღვებოდა დეკანი - თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. ნაშრომთა დაცვას სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ საბაკალავრო ნაშრომების შემფასებელი კომისიის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები, ნაშრომთა ხელმძღვანელები და რეცენზენტები - თეოლოგიის დოქტორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი), თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, დეკანოზი მიქაელ გალდავა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ბიძინა გუნია, პრორექტორი სამეცნიერო დარგში, თეოლოგიის დოქტორი რატი სტურუა,  ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი სერგო ვარდოსანიძე, თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია, ისტორიის დოქტორი გრიგოლ ხაჭაპურიძე, თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი გიორგი ჯანჯღავა, ისტორიის დოქტორი დურმიშხან ლაშხი, თეოლოგიის მაგისტრები გიორგი მეტრეველი და რევაზ მუჯირიშვილი.
კომისიის შეფასებისა და დასკვნის მიხედვით, ზემოხსენებულ სტუდენტებს თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ.
საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა საბა წოწორიამ და ზურაბ ერაძემ წარმოადგინეს საბაკალავრო ნაშრომები თემაზე  - „ხარება“(ხელმძღვანელი: მხატვარ-რესტავრატორი, ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის გამგის თანაშემწე ზაზა სუმბაძე; ხატწერის პედაგოგი - მიხეილ ბერიძე).
      საბაკალავრო ნაშრომების შემფასებელმა კომისიამ - თავმჯდომარე: მონუმენტური  ხატწერის   რესტავრაციის  მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი  მერაბ   ბუჩუკური; წევრები: ფაკულტეტის   დეკანი, დეკანოზი  იოსებ  ვანიძე, გეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მურად ტყემალაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე - უმაღლესი ქულით შეაფასა საბა წოწორიასა და ზურაბ ერაძის ნაშრომები და მათ მიენიჭათ ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. სხდომას ესწრებოდნენ თსას პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტმა მანანა ცენტერაძემ  დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი თემაზე: „სპეთის ზედა მაცხოვრის ეკლესია“ ( ხელმძღვანელი: ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე; რეცენზენტი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი მარსაგიშვილი).
​სხდომას თავმჯდომარეობდა ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი; სხდომას ესწრებოდნენ საბაკალავრო ნაშრომის შემფასებელი კომისიის წევრები:  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი. მანანა ცენტერაძეს მიენიჭა ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრის  აკადემიური ხარისხი ხელოვნების ისტორიასა და თეორიაში
altaltaltaltaltaltalt
altalt
24.06.2025
ბეჭდვა