ქალბატონი ნინო მელიქიშვილი თსას-ში გამართულ კონფერენციაზე აღსაყდრების 42-ე წლისთავთან დაკავშირებით

 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის დირექტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნინო მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ფაქტობრივად ნანგრევებიდან აღადგინა ჩვენი ეკლესია და ისეთი სიძლიერე შესძინა მას, რომ დღეს ის არის ბურჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. დიდი წვლილი მიუძღვის მის უწმინდესობას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დაარსებაში (აქ ამბობს, რომ იგი იყო პირველი რექტორი, რაც შეცდომა მგონია, ამიტომ გამოვტოვე), რომელიც დღესაც მის მიერ დასახული გზით მიდის. ესაა რწმენისა და ცოდნის გზა. ქალბატონმა ნინო მელიქიშვილმა მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 42 წელი და დიდხანს სიცოცხლე უსურვა მას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
25.12.2019
ბეჭდვა