დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ

ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას დოქტორანტურის საფეხურის შემდეგ მიმართულებებზე: 
 
1. ბიბლეისტიკა:
მოდული ა) ძველი აღთქმა (2 ადგილი);
მოდული ბ) ახალი აღთქმა (2 ადგილი).
 
2. ეკლესიის ისტორია
მოდული ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (3 ადგილი).
 
სწავლება უფასოა!
 
სადოქტორო პროგრამაზე საბუთები მიიღება 2022 წლის 12 სექტემბრიდან 23 სექტემბრის  ჩათვლით 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. 
სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდები ჩატარდება 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრის  ჩათვლით.
 
მისამართი: თბილისი, სიონის ქ. 13/40.  
ვებ-გვერდი: www.tsas.ge 
ელ. ფოსტა: tsas@academia.edu.ge
დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით:  551 29 72 77;  551 20 22 04