სამაგისტრო პროგრამა - თეოლოგია

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: თეოლოგია
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: თეოლოგიის მაგისტრი (MA of Theology)
 
სამაგისტრო  პროგრამის ხელმძღვანელები: დეკანოზი იოანე კვანჭიანი
 
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოამზადოს ღრმა თეორიული ცოდნის მქონე კვალიფიციური სპეციალისტები თეოლოგიაში, რომელთაც შეეძლებათ კრიტიკულად გააანალიზონ და განაზოგადონ საკვლევი წყაროთმცოდნეობითი მასალა და გააღრმაონ ბაკალავრიატში შეძენილი ცოდნა.
 
სასწავლო პროგრამა საშუალებას იძლევა მომზადდეს თეოლოგი მეცნიერ-მკვლევარი, რომელსაც ექნება თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები თეოლოგიის აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად. პროგრამის თემატიკა მაგისტრანტს საშუალებას აძლევს, მიიღოს თეორიული ცოდნა, განავითაროს და დახვეწოს ანალიზისა და სწორი ინტერპრეტაციის უნარი კონკრეტული თეოლოგიური პროცესების გათვალისწინებით.
 
მაგისტრანტს ექნება კონკრეტული, ფართო და დეტალური ცოდნა ეკლესიის მამათა მოღვაწეობისა და მათი ეპისტოლარული მემკვიდრეობის შესახებ; შეეძლება როგორც რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინება, ასევე კვლევისას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია, ფილოლოგია, ლიტერატურული კრიტიკა, ენისა და ხელოვნების ისტორია, პალეოგრაფია, ანთროპოლოგია, ფილოსოფია, სამართალი, და ა. შ.) სათანადოდ გამოყენება.
 
სწავლის შედეგები:
 
ცოდნა და გაცნობიერება
 
სასწავლო პროგრამის დასრულების შედეგად მაგისტრანტი დაუფლებული იქნება ღრმა და საფუძვლიან ცოდნას თეოლოგიაში. სიღრმისეულად ეცოდინება დარგში შემუშავებული თეორიული და კვლევითი მეთოდები, დარგის განვითარების ძირითადი კანონზომიერებები.
 
შეეძლება, შეძენილი ცოდნა და კვლევის მეთოდები მიაწოდოს  აუდიტორიას და ფართო საზოგადოებას ზეპირად და წერილობით.
 
კურსდამთავრებულს ექნება  მეცნიერების უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული ფართო, ღრმა და სისტემური ცოდნა თეოლოგიაში,  რაც შესაძლებლობას მისცემს მუშაობა წარმართოს საერთაშორისო სტანდარტის დონეზე, ობიექტური ხედვის საფუძველზე მოახდინოს ადეკვატური ორიენტაცია პრობლემატიკაში.
 
კურსდამთავრებულს შეეძლება დარგობრივი სამეცნიერო ტიპის ტექსტების შექმნა და შესაბამისი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გაფორმება და არგუმენტირება აკადემიური ფორმით; სხვების პოზიციის შეფასება-განხილვა კორექტული სახით; წერის დროს ადეკვატური ლექსიკისა და ენობრივი სტილის გამოყენება.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
 
კურსდამთავრებულს სხვადასხვა ტიპის წყაროებზე მუშაობის უნარი. თეოლოგიის მაგისტრს შეეძლება იპოვოს კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზები, შეიმუშაოს ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდები, მიდგომები, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული. შეეძლება დამოუკიდებლად აწარმოოს კვლევა თანამედროვე სამეცნიერო კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებით; შექმნას მეცნიერული ღირებულების მქონე საკვალიფიკაციო ნაშრომი და პუბლიკაციები; შეეძლება წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებთან; შეეძლება გააანალიზოს და კრიტიკულად შეაფასოს როგორც თავისი, ასევე სხვათა სამეცნიერო საქმიანობის შედეგები;  არა მარტო შეიძინოს და დააგროვოს ცოდნა, არამედ სხვებსაც გადასცეს იგი; შეეძლება კვალიფიციურად მოამზადოს დარგის ცალკეული დისციპლინის სასწავლო-მეთოდური მასალები;
 
დასკვნის უნარი
 
კურსდამთავრებულს ექნება ღრმა ანალიზისა და სინთეზური კვლევის უნარი; თეოლოგიური პრობლემატიკის გააზრებისა და ზუსტი საღვთისამეტყველო ანალიზის უნარი.
 
კომუნიკაციის უნარი
 
შეიძენს აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან წერილობითი და ზეპირი ფორმით მშობლიურ და უცხო ენაზე კომუნიკაციის, საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების წამოყენების უნარს.
 
სწავლის უნარი
 
კურსდამთავრებული მიიღებს უახლოეს მიღწევებზე დამყარებულ ცოდნას, რაც მას ხელს შეუწყობს შეისწავლოს და შეიმეცნოს ახალი იდეები, მზად იყოს არა მარტო სხვის მიერ შექმნილი ცოდნის მისაღებად, არამედ ახალი ცოდნის შესაქმნელადაც.
 
ღირებულებები
 
ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და საეკლესიო ღირებულებების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრების საქმეში წვლილის შეტანა.

თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამები
ბეჭდვა