დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციის ბაკალავრი

საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი: მერაბ ბუჩუკური 

 პროგრამის მიზანი:

სტუდენტმა შეიძინოს მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისათვის საჭირო უნარები;
დაეუფლოს მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ჩვევებს;
პროგრამის  შედგენისას  გათვალისწინებულია ყველა ის ასპექტი, რაც მას მისცემს მაქსიმალურ ცოდნას. 
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:

მონუმენტური ხატწერის ნიმუშზე საშუალო სირთულის რესტავრაცია - კონსერავაციის ჩატარება, რომელიც დაფუძნებული იქნება თეორიულ ცოდნაზე, მასალების ქიმიურ-ტექნოლოგიური თვისებებისა და მის პრაქტიკულად გამოყენების უნარზე;

თეოლოგიური ცოდნისა და ხატწერა-რესტავრაციის საფუძვლების კომპლექსური საკითხების გაცნობიერება;

სწავლის პროცესში შეძენილი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების სისტემატიზაცია;

მონუმენტური ხატწერის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოთა ჩატარებისას გამოიყენონ თანამედროვე სარესტავრაციო მასალები და ტექნოლოგიები, რომელიც თავსებადი იქნება მონუმენტური ხატწერის ძველ ტექნიკასთან;

კვლევითი და საპროექტო მასალების მომზადება, დამკვეთთან შეთანხმება;  

მონუმენტური ხატწერის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოთა საწყის ეტაპზე კვლევითი მონაცემების შეგროვებისას სწორი დასკვნის გამოტანა, რაც აუცილებელია სარესტავრაციო სამუშაოების წარმატებით ჩატარებისთვის;

სარესტავრაციო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;

მონუმენტური ხატწერის ნიმუშებზე წერილობითი და ფოტო-ვიდეო მასალების შეგროვება-ანალიზი და შედეგის  რესტავრატორთა შერჩეული ჯგუფისათვის გაცნობა;

ერთიანი გეგმის შემუშავება და საპრეზენტაციოდ წარდგენა;

ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშების მომზადება და დასაბუთება;

პირადი ელექტრონული არქივის და ბიბლიოთეკის შექმნა;

პროფესიული დონისა და უნარ-ჩვევების ასამაღლებლად ყოველდღიური ცოდნის გაღრმავება;

კონფერენციებში, კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობა.


დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საბაკალავრო პროგრამა
ბეჭდვა