ქრისტიანული ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა


ქრისტიანული ფსიქოლოგიის  საგანმანათლებლო პროგრამა 


 ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ირიცხება სულ 66 აქტიური სტუდენტი.
ფაკულტეტზე არის 36 პედაგოგი. აქედან 27 არის მოწვეული, 9 აკადემირური პერსონალი. საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს.
კრედიტების რაოდენობა 262. სწავლების მეთოდი: სემინარი, კოლოკვიუმი, პრაქტიკული სამუშაოები (სტაჟირება ბაგა-ბაღში).
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
1.
საშუალო განათლების ატესტატი;
2.
ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური ზღვრის (ქვედა ზღვარი 31 ქულა) გადალახვა;
შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები,
საქართველოს ისტორია (ზეპირი),
უცხო ენა (ტესტირება A2)

შინაარსობრივი მხარე: ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველი წლის პირველ სემესტრში იკითხება 6 საგანი:
ძველი აღთქმა,
ახალი აღთქმა,
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია,
უცხო ენა,
ახალი ქართული ენა,
საქართველოს ისტორია.
 
თითოეულ დისციპლინას მინიჭებული აქვს 5 კრედიტი (3 საათი), სულ ჯამში 30 კრედიტი (19 საათი).
პირველ სემესტრში ზოგად საუნივერსიტეტო საგნებთან ერთად იკითხება საღვთისმეტყველო საგნებიც. 6 საგნიდან 4 არის ზოგადი საგანი, 2 საღვთისმეტყველო.

პირველი წლის მეორე სემესტრში იკითხება 8 საგანი:
ძველი აღთქმა,
ახალი აღთქმა,
უცხო ენა,
აკადემიური წერა,
ფსიქოლოგიის საფუძვლები,
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია,
ახალი ქართული ენა,
საქართველოს ისტორია,

 
თითოეულ საგანს აქვს მინიჭებული 5 კრედიტი (3 საათი). სულ მეორე სემესტრით გათვალისწინებული სასწავლო კრედიტების საერთო ჯამი შეადგენს 38 კრედიტს (24 საათი). 8 საგნიდან 5 არის ზოგადი, 2 საღვთისმეტყველო, ხოლო 1 ფსიქოლოგიის მიმართულებით.

მეორე სემესტრიდან სასწავლო პროგრამაში შემოდის ფაკულტეტის მაპროფილებელი საგანი ფსიქოლოგიის საფუძვლები. ამ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს აქვს საბაზისო ცოდნა ფსიქოლოგიის, როგორც სამეცნიერო დარგის საფუძველების შესახებ, იცის ძირითადი ტერმინოლოგია.

ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სწავლების მეორე წელს, ირველ სემესტრში იკითხება სულ 7 საგანი:
ძველი აღთქმა,
ახალი აღთქმა,
უცხო ენა,
ძველი ქართული ენა,
ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები,
სოციალური ფსიქოლოგია,
საქართველოს ეკლესიის ისტორია.


3
საგანი არის ზოგადი, 2 საღვთისმეტყველო და 2 − ფსიქოლოგიის მიმართულებით. თითოეულ დისციპლინას ენიჭება 5 კრედიტი (3 საათი). საერთო კრედიტების ჯამი შეადგენს 35 კრედიტს (22 საათი).
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სწავლების მეორე წელს, ფსიქოლოგიის მიმართულებით, პროგრამას ემატება შემდეგი საგნები:  სოციალური ფსიქოლოგია და ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები. სოციალური ფსიქოლოგია შეისწავლის საზოგადოების, სოციუმის სახასიათო ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს.
ქრისტიანული ფსქილოგიის ფაკულტეტის მეორე წლის მეორე სემესტრში იკითხება 7 საგანი:
ძველი აღთქმა,
ახალი აღთქმა,
უცხო ენა,
საქართველოს ეკლესიის ისტორია,
პრაქტიკული ფსიქოლოგია,
ძველი ქართული ენა,
მსოფლიო ლიტერატურის ისტორია.

თითოეულ დისციპლინას აქვს 5 კრედიტი (3 საათი). საერთო კრედიტების ჯამი არის 35 კრედიტი (22 საათი). აქედან 4 საგანი არის ზოგადი, 2 საღვთისმეტყველო და 1 − ფსიქოლოგიის მიმართულებით. პრაქტიკული ფსიქოლოგიის საგნის მიზანია სტუდენტები დაეუფლონ ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებას,

ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სწავლების მესამე წლის პირველ სემესტრში იკითხება 7 საგანი:
ძველი აღთქმა,
ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები,
ახალი აღთქმა,

ქრისტიანული ანთროოლოგია,
რელიგიათმცოდნეობა,
ეკლესიის ისტორია,
ქრისტიანული პედაგოგიკა.

6 საგანი არის საღვთისმეტყველო, ხოლო ერთი ფსიქოლოგიის მიმართულების. აქედან თითოეულ დისციპლინას, გარდა ქრისტიანული პედაგოგიკისა, მინიჭებული აქვს 5 კრედიტი. კრედიტების ჯამი შეადგენს 33 კრედიტს (20 საათი).

ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლების მესამ წლის მეორე სემესტრში იკითხება 7 საგანი:
ძველი აღთქმა,
ახალი აღთქმა,
განვითარების ფსიქოლოგია,
ფსიქოთერაპია,
ქრისტიანული პედაგოგიკა,
დოგმატური ღვთისმეტყველება,
კოგნიტური ფსიქოლოგია.

თითოეულ დისციპლინას მინიჭებული აქვს 5 კრედიტი (3 საათი). საერთო კრედიტების ჯამი შეადგენს 35 კრედიტს (21 საათი). აქედან 4 არის საღვთისმეტყველო, ხოლო 3 ფსიქოლოგიის მიმართულებით.

ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლების მეოთხე წლის პირველ სემესტრში იკითხება 6 საგანი:
ახალი აღთქმა,
ქრისტიანული ფსიქოლოგია,
პიროვნების ფსიქოლოგია,
განათლების ფსიქოლოგია,
ქცევის გამოყენებითი ანალიზი.
ფილოსოფია


1 საგანი არის საღვთისმეტყველო, 1 ზოგადი და 4 ფსიქოლოგიის მიმართულებით. აქედან თითოეულ დისციპლინას მინიჭებული აქვს 5 კრედიტი (3საათი). კრედიტების საერთო ჯამი შეადგენს 28 კრედიტს (19 საათი).

ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლების მეოთხე წლის მეორე სემესტრში იკითხება 6 საგანი:

ინკლუზიური განათლება,
ქრისტიანული ფსიქოლოგია,
პათოფსიქოლოგია,
ახალი აღთქმა,
პატროლოგია.
განწყობის ფსიქოლოგია


2
საღვთისმეტყველო და 4 ფსიქოლოგიის მიმართულებით.
აქედან თითოეულ დისციპლინას მინიჭებული აქვს 5 კრედიტი (3საათი). გამონაკლისს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ქრისტიანული ფსიქოლოგია, რომელსაც მინიჭებული აქვს 3 კრედიტი. კრედიტების საერთო ჯამი შეადგენს 28 კრედიტს (18 საათი).

სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ცოდნითა და უნარით:
სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ეცოდინება ფსიქოლოგიაში არსებული ძირითადი მიმდინარეობები და თეორიები, შეძლებს კვლევის დაგეგმვას, ჩატარებასა და მიღებული შედეგების ანალიზს. ექნება ცოდნა ბავშვის განვითარების კანონზომიერებებისა და დარღვევების შესახებ, ამასთან ერთად, კურსდამთავრებულები იღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს. აქვთ თეორიული ცოდნა სხვადასხვა თერაპიული მიდგომების შესახებ.