დასაწყისი: 14:00 სთ.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
თბილისის ისტორიის მუზეუმი
სიონის ქ. N8 (ქარვასლის შენობა)
თეა ნოზაძე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის 2019 წლის
კურსდამთავრებულია. მას მოწყობილი აქვს სამი პერსონალური გამოფენა:
თეატრალურ უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკასა და საქართველოს უნივერსიტეტში. 2019 წლის
სექტემბერ-ოქტომბერში მან მონაწილეობა მიიღო გერმანიაში გამართულ
ევროპის საერთაშორისო გამოფენაში, რომელშიც უფროს ასაკობრივ
კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და გადაეცა „ხელოვნების
ახალგაზრდობის პრიზი“.
თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი თეა ნოზაძის
ნამუშევრები, ძირითადად, ავტორისვე ლექსების დასურათებაა. მისგან
შერჩეული სახელწოდება „დაბადება“ კი იმას გულისხმობს, რომ
ყოველი ნამუშევარი ავტორის მიერ ახალი ხედვის აღმოჩენად, ახლებურ
დაბადებად მოიაზრება.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია უყურადღებოდ არ ტოვებს
ნიჭიერ სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს და ცდილობს საზოგადოებას
გააცნოს ისინი.