სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა

2019 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წელი უსრულდება. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით, 22 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აწყობს გამოფენას საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში (საგამოფენო სივრცეში მოხვედრა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან შეგიძლიათ).
გამოფენაზე იხილავთ თსას-ის სტუდენტებისა და პედაგოგების შემოქმედებას. წარმოდგენილი იქნება შემდეგი მიმართულებები: ხატწერა, მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია, საეკლესიო არქიტექტურა (მაკეტები), ფერწერა, თექა... 
 
06.12.2019
ბეჭდვა