2019 წლის 24
სექტემბერს, სამშაბათს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში გაიხსნება თეა ნოზაძის პერსონალური გამოფენა -
"არჩევანი", 19:00 საათზე კი გაიმართება პოეზიის საღამო, სადაც ის და
მისი ძმა, თორნიკე ნოზაძე საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ. საღამოს
მუსიკალურად გააფორმებენ თსას-ის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის
ფაკულტეტის კურსდამთავრებულები: ნანა წიკლაური, მედეა და მეგი
ლომიძეები. გამოფენა გაგრძელდება 27 სექტემბრის ჩათვლით. დასწრება
თავისუფალია!
თეა ნოზაძემ 2019
წელს დაამთავრა ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი თბილისის
სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ამავე წელს დაიწყო
მუშაობა 175-ე საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
მასწავლებლად. ამჟამად მისი სამი ნამუშევარი გაგზავნილია გერმანიაში,
„სექტემბერ-ოქტომბრის საერთაშორისო გამოფენაზე“.