2025 წლის 4 მაისს, 12:00 საათზე, წმინდა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე თეოლოგიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „სახარებისეული მოვლენების იკონოგრაფია და მათი საღვთისმეტყველო-სახისმეტყველებითი ასპექტები“.
რეცენზენტები:
დეკანოზი ბიძინა გუნია - სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
დეკანოზი იოანე ბონდარენკო - თეოლოგიის დოქტორი.
ხელმძღვანელი: დეკანოზი მიქაელ გალდავა - თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი.
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიოთეკაში.
