თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს კონკურსს

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს შიდა კონკურსს ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის (KA171) პროგრამის ფარგლებში აკადემიური პერსონალისთვის რუმინეთის „ალექსანდრ იოანე კუზას უნივერსიტეტში“ 2026 წლის გაზაფხულის სემესტრში  (16 თებერვალი-31 მაისი).

      მობილობის ტიპი
აკადემიური პერსონალის მოკლევადიანი მობილობა (5 სამუშაო დღით) ლექციების წასაკითხად პარტნიორ უნივერსიტეტში

     პარტნიორი უნივერსიტეტები

ალექსანდრე იოანე კუზას სახელობის უნივერსიტეტი, ქალაქი იაში, რუმინეთი (ოფიციალური ვებგვერდი: https://www.uaic.ro)

  ვინ შეიძლ9ება მიიღოს მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აკადემიურ პერსონალს:

წარსადგენი დოკუმენტები:

  1. Curriculum Vitae (CV) სასწავლო მობილობის შესახებ ხელშეკრულება – შევსებული და მასპინძელ და მიმღები უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან ხელმოწერილი
  2. სამოტივაციო წერილი – აღწერეთ, რამდენად შეესაბამება თქვენი მონაწილეობა მობილობის მიზნებს
  3. დეპარტამენტის რეკომენდაცია ან დასტური საგნობრივი შესაბამისობის შესახებ
  4. დასაქმების დამადასტურებელი ცნობა
  5. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

განაცხადის წარდგენის ვადა:

2025 წლის 9 ოქტომბერი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 599908288

რეგისტრაციისათვის,  გთხოვთ, შეავსეთ შესაბამისი ფორმები (ფორმა1 / ფორმა 2) და სხვა დოკუმენტებთან ერთად გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - Tsas@academia.edu.ge

 

25.09.2025
ბეჭდვა