სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული III დღე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეულის მე-3 დღეს სტუდენტებმა მსმენელთა წინაშე წარმოადგინეს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრების პროფესორ-მასწავლებელთა ხელმძღვანელობით მომზადებული პრეზენტაციები.
სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის გამგემ, თეოლოგიის დოქტორმა, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი). მან ისაუბრა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის განსაკუთრებულ ღვაწლზე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წინაშე და აღნიშნა, რომ პატრიარქის საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა უდიდესი პასუხისმგებლობაცაა და, ამასთანავე, დიდი სიხარულიც, როგორც პროფესორ-მასწავლებელთა, ისე სტუდენტთათვის.
სხდომაზე წარმოდგენილი იყო ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის პედაგოგის - გიორგი მეტრეველის ხელმძღვანელობით მომზადებული პრეზენტაცია თემაზე - შიო მღვიმე - აღმაშენებლის სავანე და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგის - რუსუდან ვაშალომიძის ხელმძღვანელობით მომზადებული პრეზენტაცია - ფარაონ ტუტანჰამონის აკლდამის აღმოჩენა - ჰოვარდ კარტერი. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. დღევანდელი დღის პროგრამა იხ. ქვემოთ:
14 დეკემბერი 13:00 საათი ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრა შიო მღვიმე - აღმაშენებლის სავანე ხელმძღვანელი თეოლოგიის მაგისტრი გიორგი მეტრეველი რეგლამენტი 15-20 წუთი სამუშაო ჯგუფის მოდერატორი - კახაბერ რამიშვილი მომხსენებლები სემინარიის ფაკულტეტის სტუდენტები:
1. კახაბერ რამიშვილი - სემინარიის ფაკულტეტის IV კურსი
2. ბაკურ თირქია - სემინარიის ფაკულტეტის IV კურსი
3. დემეტრე გუჯაბიძე - სემინარიის ფაკულტეტის III კურსი პრეზენტაციების ვიზუალური მასალით უზრუნველყოფა - გაბრიელ მდინარაძე (სემინარიის 1-ელი კურსი) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრა 14 დეკემბერი 14: 00 საათი ფარაონ ტუტანჰამონის აკლდამის აღმოჩენა - ჰოვარდ კარტერი ხელმძღვანელი - ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე სამუშაო ჯგუფის მოდერატორი - თეკლა ხარძიანი მომხსენებლები - ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები:
1. თეკლა ხარძიანი
2. დავით ნასყიდაშვილი
14.12.2023
ბეჭდვა