სტუმრობა თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში

2019 წლის 12 დეკემბერს, ხუთშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები: დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე (საეკლესიო სამართლის კათედრიდან) და ბატონი ცოტნე ჩხეიძე (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან) ესტუმრნენ თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიას. მათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს გააცნეს სასწავლებლის მისია, ისტორია, პროგრამები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტური ცხოვრება.
12.12.2019
ბეჭდვა