თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: თეოლოგია
 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია: თეოლოგიის ბაკალავრი (BA of Theology)
 
საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი: დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე
 
პროგრამის მიზანი:
 
 გააცნოს სტუდენტებს თეოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები, მიდგომები, პრინციპები და ცალკეული დისციპლინების ძირითადი საკითხები.
მოამზადოს სტუდენტები მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებზე რელიგიური ფაქტორების გავლენის შესწავლისთვის, რელიგიური ხასიათის პრობლემატურ საკითხთა ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის, თანამედროვე გლობალიზაციის პროცესში კულტურული და რელიგიური თავისთავადობის შენარჩუნების გზების კვლევისათვის.
გამოუმუშაოს სტუდენტებს უნარჩვევები: ზეპირი და წერილობითი პრეზენტაციის, ანალიზის, პრობლემების შეფასებისა და გადაჭრისათვის; გუნდში ეფექტურად მუშაობისა და კომუნიკაბელურობისათვის;
ეკლესიის წიაღში არსებული საეკლესიო-ლიტერატურული მემკვიდრეობისა და მეთოდოლოგიური კონცეფციების ზოგადსაეკლესიო სწავლების ჭრილში წარმოჩენისათვის.

სწავლის შედეგები:
 

კურსდამთავრებული იცნობს და აცნობიერებს:

თეოლოგიის ცალკეული დისციპლინების განვითარების ეტაპებს;

ცნობილი თეოლოგების შრომებს;

თეოლოგიის ძირითად მიმართულებებს;

წმინდა წერილის ტექსტის სწორად განმარტების მნიშვნელობას;

თეოლოგიურ ტერმინოლოგიას;

აქტუალურ საკითხებზე თეოლოგიური დებატების ძირითად არგუმენტებს.

 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:

სწავლის პროცესში მიღებული ცოდნისა და კომპეტენციის გამოყენებით კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი;

ტექსტებისადმი თეოლოგიური ხასიათის კომენტარების დართვა;

თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებისა და უახლესი ინტერდისციპლინარული მეთოდების გამოყენებით თეოლოგიური საკითხების წარმოჩენა;

სტატიებისა და რეფერატების მომზადება;

წმინდა წერილის ტექსტების განმარტება ცნობილ თეოლოგებზე დაყრდნობით.

რელიგიური ხასიათის აქტუალური საკითხების ანალიზი და კვლევა;

სხვადასხვა სახის სპეციალიზირებული სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზი;

წერილობითი და ზეპირი პრეზენტაცია;

გარკვეული თეოლოგიური პრობლემების ანალიზი და მათი გადაჭრა როგორც ხელმძღვანელის დახმარებით, ასევე დამოუკიდებლად;

ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და რეზიუმირება.

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
ბეჭდვა