საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ლექცია-სემინარი

საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ლექცია-სემინარი

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში ჩაუტარდათ ლექცია ხატწერის ისტორიაში.

საგნის პედაგოგმა - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ნანა ბურჭულაძემ - სტუდენტებს ახლად გახსნილი ექსპოზიცია დაათვალიერებინა. ესაუბრა შუა საუკუნეების ქართული ხატწერის შედევრებზე, მათ ისტორიასა და მხატვრულ ღირსებებზე. ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლების ცოცხლად ნახვამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებზე.
19.04.2024
ბეჭდვა