საჯარო ლექცია თემაზე „სტრესი და მისი მართვა“

2020 წლის 21 დეკემბერს 18:00 საათზე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა  ფსიქოლოგიის დოქტორმა, ფსიქოთერაპევტმა მარინა კაჭარავამ, რომელიც აქტიურ სამეცნიერო,  პრაქტიკულ თუ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. სალექციო თემა „სტრესი და მისი მართვა“ იყო.

ღონისძიება გაიმართა Microsoft Teams-ის პლატფორმაზე. 

მომხსენებელმა ისაუბრა სტრესის გამომწვევ მრავალ მიზეზსა და მისი დაძლევის გზებზე. საკითხი აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდა მრავალრიცხოვანი აუდიტორიისათვის, განსაკუთრებით დღევანდელი მძიმე პამდემიის ფონზე. ლექცია დასრულდა კითხვა-პასუხის ფორმატით.
21.12.2020
ბეჭდვა