საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისის სასულიერო აკადემიას მადლობა გადაუხადა საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისთვის

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა - ილია II-მ თბილისის სასულიერო აკადემიას მადლობა გადაუხადა საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისთვის. ჩემი მოღვაწეობის მთავარი მიზანი იყო მთლიანობა ქართველი ერისა, ერთობა მეცნიერებისა და სულიერებისა და მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია, - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა.
 
05.10.2020
ბეჭდვა