მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ, ბატონ გიორგი კვესიტაძის სიტყვა საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ღონისძიებაზე

თქვენო უწმინდესობავ, დღევანდელი დღე უდავოდ სასიამოვნოა თქვენთვის, მაგრამ გაცილებით უფრო სასიხარულოა იმ აკადემიისთვის, რომელიც თქვენ დღეს გირჩევთ საპატიო დოქტორად. ძალიან გამიჭირდებოდა, რამდენი დროც არ უნდა მქონდეს, დაახლოებით მაინც  შემეფასებინა თქვენი მოღვაწეობა, თქვენი განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მით უმეტეს, ამ რთულ დროს, როდესაც, ღმერთმა იცის, რა მოუვიდოდა ქვეყანას, თუ არა თქვენი ბრძნული, თავშეკავებული და გაზომილი ხელმძღვანელობა.
 
თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი. საქართველოში მეცნიერება ეკლესიიდან განვითარდა და არც ერთ ეტაპზე ეკლესიასთან კავშირი არ შეუწყვეტია. დღესაც თქვენი ბრძნული მითითებით აკადემია  ასრულებს  იმ ფუნქციას, რომელიც მას აკისრია.  ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ თქვენ ხართ ჩვენი აკადემიის წევრი, ეს არის ერთ ერთი ყველაზე დიდი საამაყო თემა, რაც ჩვენს აკადემიას გააჩნია. მე არა მაქვს იმის პოტენციალი, რომ გამოვხატო მადლიერება, რომელსაც მეცნიერებათა აკადემია გრძნობს თქვენ მიმართ.
 
თქვენა ხართ ჩვენი სიამაყე, თქვენა ხართ ჩვენი იმედი, თქვენა ხართ ჩვენი მომავალი და ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს, რომ აი, ეს იმედი ძალიან, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. დიდი მადლობა!
 
06.10.2020
ბეჭდვა