გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გრივერ ფარულავა

გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გრივერ ფარულავა.

ბატონი გრივერ ფარულავა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, უკანასკნელი 26 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას. მან სასულიერო პირებისა და თეოლოგების მთელი თაობა აღზარდა.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია სამძიმარს უცხადებს ბატონ გრივერ ფარულავას ოჯახის წევრებს.


პანაშვიდები: ხუთშაბათსა და პარასკევს 17:00 სთ-ზე.

მის.: თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N14.

გამოსვენება შაბათს, 15 აგვისტოს, 14:00 სთ-ზე სიონის საკათედრო ტაძრიდან.



11.08.2020
ბეჭდვა