შეხვედრა Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორ ლიკა ღლონტთან.

 
22 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიას და სემინარიაში შედგა შეხვედრა Erasmus+  ეროვნული ოფისის კოორდინატორ ლიკა ღლონტთან. კოორდინატორმა ისაუბრა ერაზმუსის პროგრამის აქტუალურ საკითხებზე, ევროკავშირის საგრანტო პროგრამაზე, რომელიც აქამდე არსებულ რამდენიმე პროგრამას აერთიანებს და მხარს უჭერს როგორც ინდივიდუალურ მობილობას სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის, ასევე ინსტიტუციურ თანამშრომლობას საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სასურველი იქნება სასულიერო აკადემიისა და  სემინარიის სასწავლო პროგრამების საერთშორისო კონტაქტების განვითრებისთვის  ერაზმუსის პროეტებში მონაწილეობა.
22.03.2019

FaceBook გვერდი