დისტანციური სწავლება

 
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სინქრონული და ასინქრონული ელექტრონული მეთოდით სწავლების დაწყებიდან გავიდა ორ კვირაზე მეტი. დისტანციური სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. საკომუნიკაციო საშუალებად არჩეულ იქნა პროგრამა Zoom-ისა და სოციალურ ქსელ Facebook-ის ონლაინ პლატფორმები. აღნიშნული არხების დახმარებით იკითხება ვიდეო ლექციები და კეთდება მათი ჩანაწერები,  რაც სტუდენტებს ეხმარება პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისებაში. ამასთან ერთად, პროფესორ-მასწავლებლები ელფოსტის საშუალებით სტუდენტებს აწვდიან ლექციის აუდიოჩანაწერებს და სალექციო კურსში შემავალ საპროგრამო მასალას კონსპექტებისა თუ ელექტრონული წიგნების სახით („WeTrasnfer“-ისა და „Googl Drive“-ის გამოყენებით).
09.04.2020
ბეჭდვა