გამომცემლობის წიგნების პრეზენტაცია

 
22 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის მიერ 2010–2013 წლებში მომზადებული და გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.
სხდომა გახსნა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
სიტყვა წარმოთქვა მაგნლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ. გამომცემლობის დირექტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო მელიქიშვილმა დამსწრეთ გააცნო სამი წლის განმავლობაში გამომცემლობის მიერ გაწეული მუშაობის შედეგები.
სიტყვებით გამოვიდნენ და ცალკეულ წიგნებზე ისაუბრეს დეკანოზებმა: ბიძინა გუნიამ და თეიმურაზ თათარაშვილმა, პროფესორებმა: ედიშერ ჭელიძემ, მაია რაფავამ და ენრიკო გაბიძაშვილმა.
პრეზენტაციაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

22.10.2013

FaceBook გვერდი