13 ნოემბერს წმინდა 100 ათასი
მოწამის პატივის მისაგებად ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის
ხიდისკენ ლოცვითი მსვლელობები გაიმართა. მსვლელობაში სასულიერო
სემინარიის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ
სასულიერო პირებთან ერთად ხიდზე პარაკლისი გადაიხადა. უწმინდესმა
შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა. პარაკლისის
დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, კათოლიკოს-პატრიარქმა და
მორწმუნეებმა ხიდიდან მტკვარში ყვავილები ჩაყარეს, ნიშნად 100 ათასი
მოწამის პატივისცემისა და მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად.