სტუმრობა თბილისის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში

17 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიის თანამშრომლები თბილისის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ეწვივნენ. სკოლის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციამ გამოიჩნეს განსაკუთრებული ყურადღება და დიდი სითბო თსას-ის წარმომადგენლების მიმართ, მათ გააცნეს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროცესის ზოგიერთი დეტალი. სკოლის მოსწავლეებთან (X, XI და XII კლასები) შეხვედრისას დეკანოზმა მირიან სამხარაძემ აღნიშნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის განსაკუთრებული როლი საქართველოში მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ფასეულობების, ასევე, საღვთისმეტყველო განათლების გავრცელებისა და განმტკიცების საქმეში. მისი თქმით, ეს არის ეკლესიის წიაღი, სადაც განსაკუთრებული სითბო და სიყვარული სუფევს.

ღვთისმეტყველების შესწავლისა და თსას-ის მნიშველობაზე ისაუბრა დეკანოზმა ნიკოლოზ სხულუხიამ (თსას-ის საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწემ), რომელმაც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოაჩინა სასწავლებლის განსაკუთრებულობა და მისი ძირითადი მიზანი. ბატონმა ცოტნე ჩხეიძემ, თსას-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსის მოადგილემ, მოსწავლეების წინაშე წარმოაჩინა საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ არსებულ ეკლესია-მონასტრების, როგორც საგანმანათლებლო კერებისა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სულიერი და ინტელექტუალური კავშირი. მან მსმენელებს გააცნო თსას-ის მოკლე ისტორია და ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე ამ სასწავლებლის დაფუძნების  საქმეში. ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის დეკანებმა, ბატონმა გრიგოლ ხაჭაპურიძემ და ქალბატონმა თეა ბეჟუაშვილმა საზოგადოებას ესაუბრნენ აღნიშნული ფაკულტეტების უნიკალურ მხარეზე. ქალბატონმა თეა ბეჟუაშვილმა აღნიშნა, რომ ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საგანმანათებლო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ლექციები ეროვნულ მუზეუმში, ხელნაწერთა ინსტიტუტში და გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლვით ცენტრში. ბატონმა გრიგოლ ხაჭაპურიძემ ისაუბრა კარგი ფსიქოლოგის მნიშვნელობაზე და თეოლოგიის როლზე ადამიანის, როგორც მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგის ჩამოყალიბების საქმეში. დასასრულ, დეკანოზმა ნიკოლოზ სხულუხიამ საზოგადოებას გააცნო საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის საგანმანათლებლო პროგრამის არსი. დამსწრე საზოგადოებამ პრეზენტაციის სახით იხილა აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული უნიკალური ნამუშევრები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
17.12.2019

FaceBook გვერდი