პოეზიის საღამო ,,ცის ნოტები“

 
27 მარტს მწერალთა სახლში გაიმართა პოეზიის საღამო სახელწოდებით ,,ცის ნოტები“.    ამ   ღონისძიებაში     სხვადასხვა   უნივერსიტეტის   სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდენენ   თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული   ხელოვნებათმცოდნეობის   ფაკულტეტის   სტუდენტები:   ხატია ნიჟარაძე და ანა უშხვანი. მათ წაიკითხეს საკუთარი ლექსები. პოეზიის საღამოს ამშვენებდა სტუდენტების მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, მათ შორის წარმოდგენილი   იყო   ხელოვნებათმცოდნეობის   ფაკულტეტის   სტუდენტის თეა ნოზაძის მიერ შესრულებული ნიმუშებიც. საღამოს ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელის პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრები.
29.03.2019

FaceBook გვერდი