პატრიარქის ინტრონიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა

ამა წლის 19 დეკემბერს თბილისის სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, წირვის დასრულების შემდეგ, გაიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ინტრონიზაციისადმი მიძღვნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ქსოვილების მხატვრული დამუშავების სახელოსნოში შესრულებული სტუდენტთა ნამუშევრები: თექა, ბატიკა, ვიტრაჟი, ჯვრული ქარგვით შემკული ნაკეთობანი, ფერწერული სურათები…
სახელოსნოს ხელმძღვანელი – სილვა წერეთელი,
ჯვრული ქარგვის პედაგოგი – ნინო გაბური.
ნამუშევრების ავტორები – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების საბაკალავრო საფეხურის III კურსის სტუდენტები: ნანა წიკლაური, თეა ნოზაძე, ნათია ჟღენტი, II კურსის სტუდენტი – ლიკა გაბისონია, კურსდამთავრებული – ლიზი სპანდერაშვილი.
ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულების საბაკალავრო საფეხურის II კურსის სტუდენტები: მარიამ მარგალიტაშვილი და ლანა გაგნიძე.
 
19.12.2018

FaceBook გვერდი