რევაზ თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმის „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის“ ჩვენება

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა აგრძელებს შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ამ მიზნით წელს დაიგეგმა დოკუმენტური ფილმების სერიის შეთავაზება ახალგაზრდებისათვის. 8 ოქტომბერს პირველ სეანსზე წარმოდგენილი იყო რევაზ თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“. ფილმი ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის - ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრებასა და ემიგრაციაში გატანილი ქართული საგანძურის გადასარჩენად მისგან გაწეულ ღვაწლს. „ეს ფილმი მცირე რამ გახსენებაა ექვთიმე თაყაიშვილის ლტოლვილობის წლებისა. ჩვენ არც გვიცდია, შევჭიდებოდით მისი უკიდეგანო, ვერდასატევი და ვერასაწონი ნაღვაწის სრულყოფილ წარმოჩინებას“, - აღნიშნავს რეჟისორი. ეს კინოჩვენებაც „მცირე რამ“ ცდაა ჩვენი სასწავლებლის სტუდენტების თვალსაწიერის გაფართოებისა, ჭეშმარიტად განათლებული სასულიერო დასის მომზადების საქმეში ხელშეწყობისა.
08.10.2019

FaceBook გვერდი