ორგანიზაცია „მამული, ენა, საწრმუნოება – ივერიელნის“ კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

დღეს, 18 აპრილს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ორგანიზაცია „მამული, ენა, საწრმუნოება – ივერიელნის“ წარმომადგენლები, რომელთა ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით ეწყობა კონფერენციათა  ციკლი სახელწოდებით: „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“. დღეს ამ ციკლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  წარმოდგენილი იყო  თემა: „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კულტურული მემკვიდრეობა, თანამედროვე მდგომარეობა და საფრთხეები“.
 
მომხსენებლებმა  დამსწრე საზოგადოებასთან   ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და შიდა ქართლში) არსებულ კულტურულ ძეგლებს ემუქრება. ორგანიზაციის წევრებმა  წარმოადგინეს ვიზუალური მასალა, სადაც ასახული იყო აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის  ამჟამინდელი მდგომარეობა.
 
წარმოდგენილი მოხსენებას   ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა  და მსმენელთა მხრიდან მრავალი შეკითხვა  წამოიჭრა.
 
18.04.2019

FaceBook გვერდი