დოქტორანტურა 2019-2020 წწ.


ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2019-2020 წლისთვის აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

• ბიბლეისტიკა: მოდული
ა) ძველი აღთქმა
ბ) ახალი აღთქმა

• ეკლესიის ისტორია მოდული
ა) მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია მოდული
ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია

• პატროლოგია
• ლიტურგიკა
•კანონიკური სამართალი

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებისას პრიორიტეტი ენიჭებათ თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ხოლო თეოლოგიის მონათესავე დარგებში მაგისტრის ხარისხის მქონე პირთა სადოქტორო პროგრამაზე მიღების საკითხს განიხილავს და წყვეტს თსას-ის სამეცნიერო საბჭო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია. სწავლება უფასოა. დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს რექტორის სახელზე შეაქვს განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.

განცხადებას თან უნდა დაერთოს:
1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
4. მოძღვრის რეკომენდაცია;
5. შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა და მისი რეცენზია დოქტორანტის მიერ სპეციალობის მიხედვით წარმოდგენილ რეფერატზე ან გამოქვეყნებულ ნაშრომზე;
6. 2 ფოტოსურათი (3×4) დისკთან ერთად. დოქტორანტობის კანდიდატის საბუთების მიღების საკითხს წყვეტს თსას-ის სამეცნიერო საბჭო.

გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
1. ბიბლეისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ორივე მოდული:
ა) ძველი აღთქმა (ზეპირი);
ბ) ახალი აღთქმა (ზეპირი);
გ) უცხო ენა (წერითი);
დ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

2. ეკლესიის ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ორივე მოდული:
ა) ეკლესიის ისტორია (ზეპირი);
ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (ზეპირი);
გ) უცხო ენა (წერითი);
დ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

3. პატროლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) პატროლოგია (ზეპირი);
ბ) უცხო ენა (წერითი);
გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

4. ლიტურგიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) ლიტურგიკა (ზეპირი);
ბ) უცხო ენა (წერითი);
გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

5. კანონიკური სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) საეკლესიო (კანონიკური) სამართალი (ზეპირი);
ბ) უცხო ენა (წერითი);
გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

ყველა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველები გამოცდას აბარებენ ერთ-ერთ ევროპულ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული, რუსული, იტალიური და სხვა). უცხო ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან B2 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან სერთიფიკატის მქონე პირები.

საბუთები მიიღება 2019 წლის 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 15 სთ-მდე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტურაში.
მისაღები გამოცდები ჩატარდება 24-27 სექტემბერს.
გამოცდების განრიგი:
ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა - 27 სექტემბერს
პატროლოგია - 27 სექტემბერს
ლიტურგიკა - 27 სექტემბერს
საეკლესიო (კანონიკური) სამართალი - 27 სექტემბერს
ეკლესიის ისტორია - 27 სექტემბერს
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია - 27 სექტემბერს
უცხო ენა - 26 სექტემბერს
ძველი ბერძნული ენა - 24 სექტემბერს
ჩარიცხვა - 1 ოქტომბერს მისამართი: თბილისი, სიონის ქ. 13/40.
ვებ-გვერდი: www.tsas.ge
დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით. ტ: 555 18 16 11; 551 29 72 77; 551 20 22 04.
30.05.2019

FaceBook გვერდი