საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
მარიამ თოფურია
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ: 032 2 144 082
ელ. ფოსტა: m.topuria@academia.edu.ge 
ვებ გვერდი: www.tsas.ge  
 
მოადგილე:
მღვდელი გიორგი ვაშალომიძე
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ: 032 2 144 082
ელ. ფოსტა: g.vashalomidze@academia.edu.ge   
ვებ გვერდი: www.tsas.ge 
 
    თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის დამხმარე სტრუქტურული ერთეული.
    სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანაა სხვადასხვა სახის აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება საზოგადოებაში სასწავლებლის ცნობადობის ამაღლების მიზნით (თსას-ის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით).
სამსახურის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს - თსას-ში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის ზრდას; სასწავლებლის ადმინისტრაციის, ფაკულტეტებისა და სკოლების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის პროექტების შემუშავებას; თსას-ის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნების ორგანიზებას; თსას-ის ფაკულტეტების, აკადემიისა და დოქტორანტურის საქმიანობის, ასევე, აკადემიური პერსონალის პოპულარიზაციას; საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზებას ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალთან; პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციებთან ურთიერთობის ორგანიზებას; სასწავლებლის შიდაკომუნიკაციას; თსას-ში კულტურულ-შემოქმედებითი, სასწავლო-სახელოვნებო საქმიანობის დაგეგმვას; თსას-ის ვებ გვერდის მართვასა და განვითარებას; პრესკონფერენციების, ინტერვიუების, სემინარების ორგანიზებას; პრესრელიზების, საინფორმაციო მასალების მომზადებას; საინფორმაციო ბროშურების, პროგრამების, ბუკლეტების შინაარსის მომზადებასა და ბეჭდვას; ღონისძიებების ორგანიზებას; აბიტურიენტების მიღების კამპანიის წარმართვასა და სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.
    სამსახური პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციის შესარულებაზე და ანგარიშვადლებულია თსას-ის რექტორის წინაშე.