სასწავლებლის შესახებ

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელ-სამოციქულო ეკლესიასთან არსებულ სასწავლო და სამეცნიერო საღვთისმეტყველო ცენტრს. თბილისის საულიერო აკადემია და სემინარია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირი, სადაც სწავლების სამ საფეხურიანი სისტემა მოქმედებს:

I – ბაკალავრიატი;
II – მაგისტრატურა ;
III – დოქტორანტურა.

სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, როგორც საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უფლებამოსილია, განახორციელოს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:
  • თეოლოგია;
  • ქრისტიანული ფილოსოფია;
  • ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა;
  • ქრისტიანული ფსიქოლოგია;
  • ხატწერა;
  • დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია;
საეკლესიო არქიტეტურა.

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის შინაგანაწესი

FaceBook გვერდი