თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე

   თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე,  2007 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხელდასხმით საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურია. იგი მსახურობს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში.
  წლების განმავლობაში დეკანოზი ბესარიონი იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის  -„ძლევაი“ - განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, მისი ვიცე-პრეზიდენტი, საზაფხულო ბანაკების დირექტორი.
დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე მსახურობდა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. იგი იყო თბილისის სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ძველი აღთქმის ლექტორი, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით. 
   დეკანოზი ბესარიონი იყო სასულიერო სემინარიის დეკანი, ამავე სასწავლებლის პრორექტორი სამეცნიერო დარგში,  2011 წლიდან დღემდე კი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორია სასწავლო დარგში.
  დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე 2016 წლიდან დღემდე სწავლობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საქართველოს ისტორიის მიმართულების დოქტორანტურაში.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:

პრორექტორი სასწავლო დარგში
თეოლოგიის მაგისტრი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ.: (+995 32) 2 92 08 21
ელ. ფოსტა: b.tsintsadze@academia.edu.ge 
ვებ გვერდი: www.tsas.ge
 
თანაშემწე
ფსიქოლოგიის დოქტორი ხატია წიკლაური
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ.: (+995 32) 2 92 08 21
ელ. ფოსტა: kh.tsiklauri@academia.edu.ge 
ვებ გვერდი: www.tsas.ge
 

FaceBook გვერდი