სტუდენტი თეა ნოზაძე თსას-ის 22 დეკემბერს მიერ ორგანიზებულ გამოფენასთან დაკავშირებით



თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა თეა ნოზაძემ (რომლის ნახატებიც სამების ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოიფინა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე) აღნიშნა, რომ სიამოვნებით უძღვნის ერის სულიერ მამას თავისი ნახატების გამოფენას. როგორც თეამ თქვა, ერთი ნახატი ამ გამოფენაზე იყო პატრიარქის პორტრეტი, რომლის შექმნისაკენ ავტორს უბიძგა უწმინდესის მიერ ერის წინაშე გაწეულმა უკიდეგანო ღვაწლმა. ნახატების ავტორმა სურვილი გამოთქვა ასეთი გამოფენების უფრო ხშირი მოწყობისა.
25.12.2019
ბეჭდვა