ლექცია შიომღვიმის მონასტერში

2020 წლის 13 თებერვალს თბილისის სასულიერო სემინარიის მესამე კურსის სტუდენტებს ლიტურგიკის პედაგოგმა, ბატონმა გიორგი მეტრეველმა სილაბუსით გათვალისწინებული ლექცია შიომღვიმის მონასტერში ჩაუტარა. ლექციის თემა იყო „შიომღვიმის ტიპიკონი - მისი ისტორია და შედარება თანამედროვე ღვთისმსახურებასთან“. შიომღვიმის ტიპიკონში განსაკუთრებით საინტერესოა ლიტანიობის მსახურება, რომელიც ღამისთევის ლოცვის აუცილებელი ნაწილია. სტუდენტებმა პედაგოგთან ერთად მოინახულეს შიომღვიმის მონასტრის მცირე ტაძრები და ეკვდერები, სადაც, ტიპიკონის მითითებით, ლიტანიობა უნდა აღსრულებულიყო.

ლექცია საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი ხასიათის ლექციები ხშირად ჩატარდეს.
13.02.2020

FaceBook გვერდი