თეა ნოზაძის პერსონალური გამოფენის გახსნა

 
დღეს, 24 იანვარს, 14 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლის შენობა, სიონის ქ. N8) გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულის - თეა ნოზაძის - ნახატების პერსონალური გამოფენა. აღსანიშნავია, რომ ეს შემოქმედის დებიუტი არ გახლავთ, მეოთხე პერსონალური გამოფენაა თეატრალურ უნივერსიტეტში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს უნივერსიტეტში მოწყობილი პერსონალური  გამოფენების შემდეგ, რომელიც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხელშეწყობით მოეწყო. გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში თეა ნოზაძემ მონაწილეობა მიიღო გერმანიაში გამართულ ევროპის საერთაშორისო გამოფენაშიც, სადაც უფროს ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და გადაეცა „ხელოვნების ახალგაზრდობის პრიზი“.
თეა ნოზაძე ლექსების ავტორიცაა და თბილისის ისტორიის მუზეუმში დღეს გამოფენილი ნამუშევრები, ძირითადად, მისი ლექსების შინაარსის ტილოზე გადატანის მცდელობაა. შემოქმედი თითოეულ თავის ნამუშევარს ახალ ხედვად, ახლის დაბადებად მიიჩნევს, რამაც განსაზღვრა ამ გამოფენის სახელწოდებაც - „დაბადება“.   
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ულოცავს თეა ნოზაძეს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს შემოქმედებით გზაზე და კვლავაც თითოეული ნიჭიერი და მონდომებული სტუდენტის  გვერდითმდგომად რჩება. 
alt