მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე თსას-ში გამართულ კონფერენციაზე აღსაყდრების 42-ე წლისთავთან დაკავშირებით

 
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) თქვა, რომ საქართველოს ეკლესიას მართავს დიდი მოღვაწე, პატრიარქი, რომლის მსგავსი საჭეთმპყრობელი ქართველებს ისტორიაში რამდენიმე თუ ჰყავდათ. „ჩვენი უწმინდესი პატრიარქი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლის გამოვლინება, საჩუქარი ჩვენი ერის მიმართ“. მიტროპოლიტმა ანანიამ გაიხსენა თავისი მღვდელმთავრად კურთხევის დღე და აღნიშნა, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც პატრიარქმა ეპისკოპოსად აკურთხა. მან ხაზი გაუსვა იმჟამინდელ უმძიმეს საეკლესიო ვითარებას საქართველოში. მეუფე ანანიას თანახმად, უწმინდესმა პატრიარქმა საეკლესიო საკითხების კვლევა მრავალ სასულიერო პირსა და მეცნიერს დაავალა. მიტროპოლიტმა ანანიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია მისმა უწმინდესობამ მოუპოვა და დამოუკიდებელი საქართელოს არსებობაში მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის. ჩვენი პატრიარქის ღვაწლი შეუფასებელია, „ეს არის მთელი ეპოქა,“ - აღნიშნა მან.
 
25.12.2019

FaceBook გვერდი