ფსიქოლოგ თამარ მირცხულავას ტრენინგი



15 დეკემბერს, კვირას, 14:00 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლებლის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ამჟამად - ევროპის უნივერსიტეტის მოწვეულმა პედაგოგმა, ფსიქოლოგმა თამარ მირცხულამ ჩაატარა ტრენინგი თსას-ის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III და IV კურსის სტუდენტებისთვის. შეხვედრის თემა იყო: „დევიაციური ქცევის გამომწვევი მიზეზები და დამნაშავის ფსიქოლოგია“.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. ზოგადი ფსიქიკური პროცესები; 2. ასაკობრივი განვითარების კონფლიქტები; 3. დევიაცია და მისი გამომწვევი მიზეზები; 4. სხეულის ენა; 5. დამნაშავის ანატომია 6. ინფორმაციის მოპოვების ტექნიკები საგამოძიებო პროცესში; 7. კომუნიკაცია; 8. კრიმინალისტიკის საფუძვლები; 9. პენიტენციალური სისტემა და მისი როლი; 10. რეინტეგრაცია.

სტუდენტებმა მიიღეს, როგორც თეორიული ინფორმაცია, ასევე პრაქტიკული გამოცდილება შესრულებელი სავარჯიშოების სახით.

ზემოაღნიშნული ტრენინგის საფუძველზე 23 დეკემბერს თსას-ის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III და IV კურსის სტუდენტებს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გადასცა სერთიფიკატები.