ვიზიტი ათენის უნივერსიტეტში (30.10.2019)

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დელეგაცია, აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეწვია ათენის უნივერსიტეტს.
 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ათენის უნივერისტეტის თეოლოგიის სკოლის დეკანთან, პროფესორ აპოსტოლოს ნიკოლაიდისთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ბატონი თომას იოანიდესი და თეოლოგიის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სასწავლებლის სულიერი მოძღვარები, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) და დეკანოზი შალვა კეკელია, ქალბატონი თამარ სანიკიძე - რექტორის თანაშემწე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და ინსტიტუციური განვითარების დარგში და ქალბატონი ლალი ხუჭუა - რექტორის თანაშემწე საზღვარგარეთის მართლმადიდებელ სასწავლებლებთან ურთიერთობის საკითხებში. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თეოლოგიის პროგრამის ქართველი სტუდენტები და თეოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული, ათენში მოღვაწე ბერდიაკონი ნიკოლოზი (ხვიჩია), რომლებიც შეხვედრის მსვლელობას თანმიმდევრული თარგმანით უზრუნველყოფდნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა არსებული თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ თანამშრომლობას, მათ შორის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თეოლოგიის პროგრამის ფარგლებში სტუდენტების გაცვლას, პროგრამების განვითარების მიზნით აკადემიური პერსონალის დახელოვნებასა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ათენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს. ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე დღეისათვის სწავლობს არაერთი ქართველი სტუდენტი. მათთან ინტენსიური ურთიერთობა აქვთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შესაბამის პასუხისმგებელ სტრუქტურებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ქართველი სტუდენტების სწავლის შედეგებისა და სხვადასხვა საჭიროების განხილვა გახლდათ. საუბარი, ასევე, შეეხო ზოგიერთი სტუდენტის მიერ ეკლესიისა და საეკლესიო იერარქიის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოძღვრებმა აღნიშნეს, რომ სტუდენტთა მხრიდან ამგვარი არაეთიკური საქციელი უკიდურესად მიუღებელია.
   
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისში ათენის უნივერსიტეტმა მიიწვია თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური თეოლოგიის აკადემიური პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. იმსჯელებენ მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე XXI საუკუნეში.
06.11.2019

მსგავსი სიახლეები

ნოე 10
2019 წლის 7 ნოემბერს, ხუთშაბათს,
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასულიერო აკადემიის
III კურსის სტუდენტმა გაგი ღავთაძემ
2019 წლის 7 ნოემბერს, ხუთშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტმა გაგი ღავთაძემ
ნოე 06
ათენში ვიზიტის ფარგლებში,
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი
ზვიადაძის მოწვევით, შეხვედრა  გაიმართა ათენის უნივერსიტეტის
თეოლოგიის პროგრამის ქართველ სტუდენტებთან.
ათენში ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მოწვევით, შეხვედრა  გაიმართა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროგრამის ქართველ სტუდენტებთან.
ოქტ 29
საქართველოს კუთხეთაგან ისტორიული
მისიითა და  ხუროთმოძღვრული ძეგლების სიმრავლით ერთ-ერთი
გამორჩეულია ტაო-კლარჯეთი, მესხეთის, დღევანდელი თურქეთის, საზღვრებში
მოქცეული ნაწილი. 
საქართველოს კუთხეთაგან ისტორიული მისიითა და  ხუროთმოძღვრული ძეგლების სიმრავლით ერთ-ერთი გამორჩეულია ტაო-კლარჯეთი, მესხეთის, დღევანდელი თურქეთის, საზღვრებში მოქცეული ნაწილი. 

FaceBook გვერდი