თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრა სასწავლებლის სტუდენტებთან

    2019 წლის 23 ოქტომბერს, ხუთშაბათს, თსას-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ინფორმაციული შეხვედრა გამართა სასწავლებლის საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან. 
    სამსახურის უფროსის მოადგილემ, თეოლოგიის დოქტორმა, ბატონმა ცოტნე ჩხეიძემ სტუდენტებს გააცნო სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში თსას-ის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო პოტენციალი არაერთგზის წარმოჩნდა საზოგადოების წინაშე, თუმცა აღნიშნულ სასწავლებელში სწავლა სხვა კუთხითაც საინტერესო და პერსპექტიულია. ბატონმა ცოტნემ აღნიშნა, რომ თსას-ის და, კერძოდ, ზემოაღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტებს საკმაოდ დიდი შემოქმედებითი უნარი და პოტენციალი აქვთ, რაც სასწავლებლის აკადემიური პერსონალის ან მის გარეთ მყოფი ექსპერტების შეფასებით არ უნდა შემოიფარგლოს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თსას-ის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით იზრუნებს სასწავლებლის სტუდენტების პოტენციალის წარმოჩენასა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციისთვის.
    შეხვედრის შემდეგ არაერთმა სტუდენტმა გამოთქვა აღნიშნული კუთხით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი. 
 
24.10.2019

მსგავსი სიახლეები

ნოე 10
2019 წლის 7 ნოემბერს, ხუთშაბათს,
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასულიერო აკადემიის
III კურსის სტუდენტმა გაგი ღავთაძემ
2019 წლის 7 ნოემბერს, ხუთშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტმა გაგი ღავთაძემ
ნოე 06
ათენში ვიზიტის ფარგლებში,
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი
ზვიადაძის მოწვევით, შეხვედრა  გაიმართა ათენის უნივერსიტეტის
თეოლოგიის პროგრამის ქართველ სტუდენტებთან.
ათენში ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მოწვევით, შეხვედრა  გაიმართა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროგრამის ქართველ სტუდენტებთან.
ნოე 06
სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის დელეგაცია, აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის
გაღრმავების მიზნით, ეწვია ათენის უნივერსიტეტს.
 
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დელეგაცია, აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეწვია ათენის უნივერსიტეტს.
 
ოქტ 29
საქართველოს კუთხეთაგან ისტორიული
მისიითა და  ხუროთმოძღვრული ძეგლების სიმრავლით ერთ-ერთი
გამორჩეულია ტაო-კლარჯეთი, მესხეთის, დღევანდელი თურქეთის, საზღვრებში
მოქცეული ნაწილი. 
საქართველოს კუთხეთაგან ისტორიული მისიითა და  ხუროთმოძღვრული ძეგლების სიმრავლით ერთ-ერთი გამორჩეულია ტაო-კლარჯეთი, მესხეთის, დღევანდელი თურქეთის, საზღვრებში მოქცეული ნაწილი. 

FaceBook გვერდი