სადოქტორო საგანმანთლებლო პროგრამის დოქტორანტის ცოტნე ჩხეიძის ნაშრომის „ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი“ დაცვა.

13 ივნისს, 12 საათზე საქართველოს საპატრიარქოში, ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო კომისიის სხდომაზე შედგა სადოქტორო საგანმანთლებლო პროგრამის დოქტორანტის ცოტნე ჩხეიძის ნაშრომის „ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი“ დაცვა. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პროფესორი, მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი),  ოფიციალური შემფასებლები - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი) და თელოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია.
სადისერტაციო კომისიის სხდომას თავმჯდომარეობდა მიტრიპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

კომისიი წევრები იყვნენ:
მიტროპილიტი  შიო (მუჯირი), თეოლოგიის დოქტორი;
მიტროპილიტი  სტეფანე (კალაიჯიშვილი), თეოლოგიის დოქტორი;
დეკანოზი მაქსიმე (ჭანტურია), თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი,;
ედიშერ ჭელიძე, თეოლოგიისა და ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი;
სერგო    ვარდონასიძე, თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
(საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის  სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი);
გიორგი ანდრიაძე, თეოლოგიის დოქტორი.

სადისერტაციო ნაშრომის წარდგენისას დოქტორანტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართ, რომლის უდიდესი ავტორიტეტითა და ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაფუძნდა სადისერტაციო საბჭო და შეიქმნა დოქტორანტურა. ცოტნე ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორს, პროფესორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რომლის ლოცვა-კურთხევითა და წარდგინებით მან განაგრძო სწავლა სადოქტორო პროგრამაზე. დოქტორქნტმა  აღნიშნა, რომ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განსაკუთრებული ძალისხმევით სასწავლებელში შექმნილია აკადემიური სასწავლო და სამეცნიერო გარემო, სტუდენტებს აქვთ ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ მათი სწავლა  სწავლების სამივე საფეხურზე შედეგიანი და წარმატებული იყოს. დისერტანტმა  აგრეთვე მადლიერება გამოხატა სამეცნიერო ხელმძღვანელის თეოლოგიის დოქტორის, პროფესორის, გელათის მეცნიერებათა პრეზიდენტის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის მიმართ ნაშრომზე მუშაობისას გაწეული დახმრებისთვის.  

 სადისერტაციო კომისიის,  ნაშრომის ოფიციალური შემფასებლების რეცენზიებისა და კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებებისადმი მიძღვნილი კომპლექსური ხასიათის ნაშრომები ეკლესიის გარეთ მყოფი მკვლევრების ავტორობითაა ცნობილი, რომლებიც არ ითვალისწინებენ წმინდა მამების ეგზეგეზას და აღნიშნულ ბიბლიურ ეპიზოდებს თვითნებურად განმარტავენ.
წარმოდგენილი დისრტაციის მეცნიერული სიახლეა საკითხის განხილვა ეკლესიის მამათა განმარტებებზე დაყრდნობით, კერძოდ:
1) სიმბოლური ქმედების რაობა;
2) ტერმინის ახლებური დეფინიცია 
3) ბიბლიური ეპიზოდების თეოლოგიური კვლევითი მეთოდებით ანალიზი.

სადისრტაციო კომისიამ ცოტნე ჩხეიძის ნაშრომს მაღალი შეფასება მისცა, კომისიის წევრთა საერთო აზრი იყო, რომ წარმოდგენილი დისერტაცია კიდევ ერთი წინ გადადგმული წარმატებული ნაბიჯია იმ გაზაზე, რომელსაც ადგას თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია და ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სასწავლებლის რექტორს.
 
14.06.2019

მსგავსი სიახლეები

FaceBook გვერდი