ბატონ ცოტნე ჩხეიძის კომენტარი თეა ნოზაძის გამოფენასთან დაკავშირებით



თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შუამდგომლობით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კერძოდ თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ თეა ნოზაძის პერსონალური გამოფენა. მის გახსნაზე თსას-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, თეოლოგიის დოქტორმა ცოტნე ჩხეიძემ ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ თეა ნოზაძე არის ძალზედ ნიჭიერი ადამიანი და მას არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი. საუბრის დასასრულს, ბატონმა ცოტნე ჩხეიძემ თეა ნოზაძეს თსას-ის სახელით მიულოცა ფერწერის სფეროში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და წარმატება უსურვა.