ინტერვიუ თსას-ის წარმომადგენელ ბატონ ცოტნე ჩხეიძესთან 22 დეკემბერს მოწყობილ გამოფენასთან დაკავშირებით

 
    22 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ მოაწყო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს.
   ღონისძიებით დაინტერესდნენ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი. აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ესაუბრა თსას-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, თეოლოგიის დოქტორი, ბატონი ცოტნე ჩხეიძე. მან აღნიშნა, რომ გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ სტუდენტებმა, არამედ პედაგოგებმაც. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცის მიმართულებები, ასევე, თსას-ის ხატწერისა და ქსოვილების მხატვრული დამუშავების სახელოსნოები. ამასთან, სტუდენტებმა გამოფინეს ხელოვნების ორიგინალური ნამუშევრები. ბატონმა ცოტნე ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრს გამოფენისთვის ადგილის გამოყოფისთვის. დასასრულ, ბატონმა ცოტნემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიულოცა ინტრონიზაციის 42-ე წლისთავი.