თეა ნოზაძის ნახატების პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „დაბადება“

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით 2020 წლის 24 – 26 იანვარს თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება აღნიშნული სასწავლებლის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულის - თეა ნოზაძის - ნახატების პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „დაბადება“.
 
დასაწყისი: 14:00 სთ.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
                      თბილისის ისტორიის მუზეუმი
                      სიონის ქ. N8 (ქარვასლის შენობა)
 
თეა ნოზაძე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულია. მას მოწყობილი აქვს სამი პერსონალური გამოფენა: თეატრალურ უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს უნივერსიტეტში. 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მან მონაწილეობა მიიღო გერმანიაში გამართულ ევროპის საერთაშორისო გამოფენაში, რომელშიც უფროს ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და გადაეცა „ხელოვნების ახალგაზრდობის პრიზი“.
თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი თეა ნოზაძის ნამუშევრები, ძირითადად, ავტორისვე ლექსების დასურათებაა. მისგან შერჩეული სახელწოდება „დაბადება“ კი იმას გულისხმობს, რომ  ყოველი ნამუშევარი ავტორის მიერ ახალი ხედვის აღმოჩენად, ახლებურ დაბადებად მოიაზრება.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია უყურადღებოდ არ ტოვებს ნიჭიერ სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს და ცდილობს საზოგადოებას გააცნოს ისინი.