თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება

 
რამდენიმე წელია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, განსაკუთრებით მისი რექტორის, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს _ ხდება დისკრედიტაცია სასწავლებლისა და მისი სამეცნიერო საბჭოსი, პროფესორ-მასწავლებლებისა…

სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართულნი ამ კამპანიაში, არ უნდათ დანახვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წინსვლისა, იმ დიდი ძალისხმევისა, რომელსაც ეწევა რექტორი, სამეცნიერო საბჭო და პედაგოგიური კოლექტივი სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვის სტუდენტთა ცოდნის დონის ასამაღლებლად.

გვსურს, ვუპასუხოთ ბრალდებას, წაყენებულს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს მიმართ ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ერთი ჯგუფის მიერ. ეს არის ბრალდება სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობის შესახებ. ხსენებული ჯგუფი ამ ბრალდებას საფუძვლად უდებს რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის, მიერ სასწავლებლის თითქოსდა ავტორიტარული მმართველობის წესს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის წარმოუდგენელი ცილისწამება: სამეცნიერო საბჭოში შედის ოცდაათზე მეტი სასულიერო და საერო პირი _ თეოლოგიის დოქტორები და პროფესორები, რომელთაც კარგად იცნობს როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე _ სამეცნიერო საზოგადოება. ეს ადამიანები დღეს მოღვაწეობენ არა მხოლოდ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, არამედ _ საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით ცენტრებში. გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ ძნელად წარმოსადგენი და დასაჯერებელია, მაღალი ზნეობისა და განათლების (ეს ორი ცნება მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს) მქონე ადამიანები რეგულარულად მონაწილეობდნენ იმ ფარსში, რომლის მიზანია ვითარების იმგვარად დასახვა, როგორადაც სურს ამ ჯგუფს წარმოადგინოს სასულიერო აკადემია-სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომები.

არანაკლებად გასაოცარია აკადემია-სემინარიის რექტორის _ თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დადანაშაულება სტუდენტთა მიმართ ძალადობაში. ლოგიკურია, მივიჩნიოთ, რომ ეს ბრალდება ვრცელდება მთელს სამეცნიერო საბჭოსა და სასწავლებელში დასაქმებულ ყველა ადამიანზე _ ისინი თანამონაწილედ უნდა ჩაითვალონ ამ ვითომდა შემდგარი ძალადობრივი აქტებისა. შეუძლებელია, იყო ჩუმი მოწმე, არ გაუწიო წინააღმდეგობა და შეინარჩუნო მორალური ღირსება და ადამიანური სახე.

ჩვენ, ამ განცხადების ხელისმომწერნი, უაღრესად შეურაცხყოფილნი ვართ ამ ცილისმწამებლური კამპანიით და ვაცხადებთ, რომ ის წარმატებები, რომლებსაც მიაღწია სასწავლებელმა მამა გიორგი ზვიადაძის რექტორობის პერიოდში, არის საუკეთესო არგუმენტი ამ ბრალდებათა გასაბათილებლად, მათი უსაფუძვლობის დასადასტურებლად. `საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ~ _ ამ სიტყვებით დავამთავრებთ ჩვენს განცხადებას, რომლის გამოქვეყნებაც გვაიძულა გაურკვეველი მიზნებით შეპყრობილმა ყოფილი სტუდენტების ჯგუფმა.

დაბოლოს, გვინდა გულისტკივილი გამოვთქვათ იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ისწავლეს იმ სასწავლებელში, რომელიც მოწოდებულია, აღზარდოს და უკვე ბევრი აღუზრდია ღრმა სულიერებისა და, ასევე, ღრმა საღვთისმეტყველო განათლების მქონე პირი.
 
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნირო საბჭოს წევრები 

 
1. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე _ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი;

2. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, მანგლისისა თეთრიწყაროს
მიტროპოლიტი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი;

3. ლეილა გეგუჩაძე _ სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი,
ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი;

4. დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე _ პრორექტორი სასწავლო დარგში,
თეოლოგიის მაგისტრი;

5. მამია საკანდელიძე _ პრორექტორი სამეურნეო დარგში, თეოლოგიის მაგისტრი;

6. არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია _ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სულიერი მოძღვარი, თეოლოგიის მაგისტრი;

7. დეკანოზი შალვა კეკელია _ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სულიერი მოძღვარი, თეოლოგიის მაგისტრი;

8. მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი _ სასულიერო აკადემიის დეკანი, თეოლოგიის მაგისტრი;

9. დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე _ სასულიერო სემინარიის დეკანი, თეოლოგიის მაგისტრი;

10. დეკანოზი იოსებ ვანიძე _ საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუ­მენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანი;

11. თეა ბეჟუაშვილი _ ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი;

12. გრიგოლ ხაჭაპურიძე _ ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;

13. ელდარ ბუბულაშვილი _ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტურის ხელმძღვანელი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

14. დეკანოზი ბიძინა გუნია _ სადოქტორო საბჭოს სწავლული მდივანი; გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი;

15. დეკანოზი გიორგი გუგუშვილი _ ბიბლეისტიკის კათედრის გამგე, თეო­ლოგიის დოქტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი;

16. დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია _ ეკლესიის ისტორიის, ასკეტიკისა და კანონი­კური სამართლის კათედრის გამგე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი;

17. დეკანოზი ბესარიონ მენაბდე _ საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) კათედრის გამგე;

18. არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი _ ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის გამგე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი;

19. ედიშერ ჭელიძე _ პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

20. სერგო ვარდოსანიძე _ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

21. ლელა ხაჩიძე _ რელიგიათმცოდნეობისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

22. გრივერ ფარულავა _ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

23. მერაბ ბუჩუკური _ ხატწერისა და რესტავრაციის კათედრის გამგე,
პროფესორი;

24. რუსუდან ვაშალომიძე _ ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედ­რის გამგე;

25. იური მოსიძე _ უცხო ენების კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

26. დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი _ ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი;

27. გიორგი ნატროშვილი _ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხარის­ხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

28. ნინო მელიქიშვილი _ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

29. ზურაბ ჭუმბურიძე _ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

30. გვანცა კოპლატაძე _ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

31. რუსუდან წიქვაძე _ ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი;

32. მაია რაფავა _ გამომცემლობის რედაქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

33. ავთანდილ არაბული _ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;

34. დეკანოზი მიქაელ გალდავა _ თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი;

35. ნინო შეყილაძე _ იურიდიულის სამსახურის ხელმძღვანელი;

36. მარიამ თოფურია _ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
ხელმძღვანელი;
 
09.02.2018
ბეჭდვა