არქმინადრიტი სერაფიმეს (ჭედია) წერილი სასულიერო აკადემიასა და სემინარიას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მე-2-ის ლოცვა-კურთხევით 2004 წლიდან დღემდე ვარ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოძღვარი.
 
მე თვითონ სასულიერო სემინარიის სტუდენტი 1998 წელს გავხდი, ვცხოვრობდი სასწავლებლის პანსიონში. სასულიერო სემინარიაში გატარებული წლები ჩემი სულიერი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რაც მთავარია, სწორედ აქ შევიძინე მთელი ცხოვრების მთავარი გასაღები – ცოდნა.
 
ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისაკენ, სწავლა საკმაოდ მაღალ დონეზეა ასული, სტუდენტებს საფუძვლიანი განათლების მიღების პირობები აქვთ შექმნილი.
 
მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებს მათი ღვაწლისთვის. განსაკუთრებით გამოვყოფ ჩვენი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დამსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე, და მასაც პირადად ვუხდი მადლობას სასულიერო აკადემიის კედლებში გაწეული დიდი და ერთგული სამსახურისთვის.
 
არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე.
09.06.2017