საღვთისმეტველო განათლების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში

 
   18-19 სექტემბერს საბერძნეთიდან საქართველოში სტუმრად ჩამოდის მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი გამოჩენილი ღვთისმეტყველი, ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის   მიტროპოლიტი - იეროთეოსი (ვლახოსი). 
  18 სექტემბერს  12:00 სთ-ზე  მეუფე  იეროთეოსი ესტუმრება თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას და სტუდენტებისთვის წაიკითხავს ლექციას თემაზე ,,საღვთისმეტველო განათლების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში“. 
    მიტროპოლიტი იეროთეოსი მრავალი წიგნისა და მონოგრაფიის ავტორია, მათ შორის ისეთი ცნობილი წიგნებისა, როგორებიცაა: „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“; „ერთი ღამე წმინდა ათონის მთაზე“; „გამოცდილებითი დოგმატიკა“; „მე ვნახე კაცი ქრისტეშემოსილი“; „მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია“ და „სულიერი მედიცინის მეცნიერება“. ეს წიგნები სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ბოლო ორი: „მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიია“ და „სულიერი მედიცინის მეცნიერება“  ქართულად ითარგმნა და გამოიცა გამომცემლობა „ახალი ივირონის“ მიერ, მიტროპოლიტ იეროთეოსის ნაშრომებში აღწერილია XX საუკუნის მოღვაწე დიდი სულიერი მამების  არქიმანდრიტ სოფრონის, წმინდა პაისის და სხვა ათონელი ისიხასტი მამების სულიერი გამოცდილება, რადგან მათ მიტროპოლიტი პირადად იცნობდა და ხშირად სტუმრობდა. მეუფე იეროთეოსი ლექციებს კითხულობს აშშ-ისა და ევროპის უნივერსიტეტებში  აღმოსავლური საეკლესიო ღვთიმეტყველების მიმართულებით. 
 
16.09.2019