სტუმრობა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

17 დეკემბერს თსას-ის წარმომადგენლები (სასწავლებლის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია, ქრისტიანული ფსიქოლოგიის დეკანის მოადგილე, ქალბატონი ნათია ფრუიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სასმსახურის უფროსის მოადგილე, ბატონი ცოტნე ჩხეიძე) ეწვივნენ თბილისის წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას.

თსას-ის წარმომადგენლებმა ხსენებული სკოლის მოსწავლეებს (X, XI და XII კლასები) გააცნეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის რაობა, მისი საგანმანათლებლო პროგრამები. დეკანოზმა შალვა კეკელიამ ისაუბრა ქრისტიანულ ღირებულებებსა და სულიერი სრულყოფის გზაზე განათლებლის როლის შესახებ. ბატონმა ცოტნე ჩხეიძემ გააგრძელა სასწავლებლის მოძღვრის აზრი და აღნიშნა, რომ სიტყვა „განათლება“ უკავშირდება ნათელს, რომელიც თავად არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ბატონი ცოტნეს თქმით, სარწმუნოება, რითაც მოციქულთა შემდგომ წმინდა ნინომ განანათლა საქართველო, იქცა ქვეყანაში წიგნიერების აღორძინების საფუძვლად. საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ არსებული ეკლესია-მონასტრები ამავე დროს საგანმანათლებლო კერები იყო, რომელთა სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრე სწორედ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიაა. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული ინფორმაციის მიმართ. სტუმრობა წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში წარმატებით დასრულდა.