დეკანოზ გიორგი გუგუშვილის მილოცვა სტუდენტებისადმი

ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს მიულოცა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლეისტიკის კათედრის გამგემ, ღვთისმეტყველების დოქტორმა, დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მხოლოდ წიგნიერი განათლება, თუ მას სულიერი სინათლეც არ ახლავს, ადამიანს ვერ დახვეწს და ვერ განავითარებს, ამ ორი მიმართულების შერწყმა კი ხდება სწორედ სასულიერო აკადემიაში. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ბოლო პერიოდში   სასწავლო და  სამეცნიერო სფეროში წარმატებულია. არაერთი გამოჩენილი მეცნიერი  აღნიშნავს, რომ დღეს სასულიერო აკადემია არის უმნიშვნელოვანესი  სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი. ამის დასტურია ბოლო წლებში  აქ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების სიღრმე და კვლევების აკადემიური  დონე.

17.09.2019

მსგავსი სიახლეები

დეკ 25
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის დირექტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნინო მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ფაქტობრივად ნანგრევებიდან აღადგინა ჩვენი ეკლესია და ისეთი სიძლიერე შესძინა მას, რომ დღეს ის არის ბურჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. დიდი წვლილი მიუძღვის მის უწმინდესობას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დაარსებაში (აქ ამბობს, რომ იგი იყო პირველი რექტორი, რაც შეცდომა მგონია, ამიტომ გამოვტოვე), რომელიც დღესაც მის მიერ დასახული გზით მიდის.
დეკ 25
თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანმა, დეკანოზმა იოანე კვანჭიანმა მიულოცა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღი და უსურვა ხანგრძლივი სიცოცხლე მას და, მისი ლოცვა-კურთხევით, მთელ ერს!
 

FaceBook გვერდი