დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი სასწავლებელში შექმნილი ახალი კათედრის შესახებ (სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ინტერვიუ)

 
     თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის ახლადშექმნილი კათედრის გამგემ, დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა აღნიშნა, რომ სასწავლებლის რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის გადაწყვეტილებით შეიქმნა ახალი კათედრა, რაც მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა აკადემიის ცხოვრებაში. საეკლესიო სამართალი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური დისციპლინა, რაზეც დგას საეკლესიო მოძღვრება და, ზოგადად, ქრისტიანული ცხოვრება. კათედრის დაარსება ხელს შეუწყობს კანონიკური სამართლის, როგორც მეცნიერების წინსვლასა და შესწავლას. დეკანოზმა ლონგინოზმა წარმატებული სასწავლო წელი უსურვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს.

17.09.2019

FaceBook გვერდი